Arc Communications – გლობალური ვებ საიტი
Arc Communications გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს იაპონიისა და აზიის ბაზრებთან საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების დასამყარებლად. ეს მომსახურება დაკავშირებული იქნება მარკეტინგულ მასალასთან, როგორიცაა ვებ და გრაფიკული დიზაინი, მთარგმნელობითი მომსახურება, როგორიცაა წერითი ან ზეპირი თარგმანი, თუ თანამშრომლთა დაქირავება, რომელიც გულისხმობს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა რესურსების გაცნობას. მოგვანდეთ თქვენი საჭიროებების მოგვარება ჩვენ.
- ვებ დიზაინი
ეფექტური ვებ გვერდი აუცილებელი იარაღია თქვენი ბიზნესის იაპონიის და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასავრცელებლად. Arc Communications გთავაზობთ კონკრეტულად აზიის ბაზრებზე მორგებული ვებ გვერდის დამზადებისთვის საჭირო დახმარებას. - გრაფიკული დიზაინი
აზიაში და კონკრეტულად იაპონიაში, კარგად გაფორმებული ბუკლეტი, რომელიც გააცნობს თქვენს კომპანიას, ან პროდუქტის ბროშურა ააწყობს ან ჩაშლის ბიზნეს ურთიერთობას. - თარგმნა და ლოკალიზაცია
აზიური ენების მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიო ენების შეტანა აზიაში. მსოფლიოს ყველა კუთხის ადგილობრივი თანამშრომლების ქსელის გამოყენებით Arc Communications უზრუნველყოფს უმაღლესი დონის თარგმანებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის პოტენცილის გაფართოებაში. - ზეპირი თარგმანი
იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში საქმიან საუბრებში მონაწილეობისას ორივე ენისა და კულტურის კარგად მცოდნე თარჯიმნის როლის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ჩვენს მიერ საგულდაგულოდ შერჩეული თარჯიმნები თქვენი ბიზნესის სხვა ბაზრებზე წარმატების გასაღებს ფლობენ. - თანამშრომლების მომსახურება/მდებარეობა
"მე მჭირდება იაპონურ ბიზნეს გარემოში მუშაობის გამოცდილების მქონე თანამშრომლები", "მე ორენოვანი თანამშრომლები მჭირდება, რომ დარწმუნებული ვიყო ურთიერთობა კარგად წარიმართება." თუ ეს თქვენს ნათქვამს გავს, მოგვეცით საშუალება ისეთი თანამშრომლებით უზრუნველგყოთ, როგორიც გჭირდებათ.
Arc Communications შესახებ
მდებარეობა | Arc Communications მდებარეობს ტოკიოს ბიზნეს რაიონის გულში, აზიის ცენტრში. ამ იდეალური მდებარეობიდან, კომპანია კომუნიკაციის მომსახურებებს კლიენტების მოთხოვნის მაქსიმალური გათვალისწინებით ახორციელებს. |
---|---|
კომპანიის ისტორია | 1996 წელს დაწყებული საქმიანი ოპერაციებით, Arc Communications ახალ კომპანიად გამოეყო 2005 წელს. მაღალი დონის კომუნიკაციური მომსახურების უნარი და ჩვევა ისეთ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში, როგორიც ტოკიოშია, ჩვენი თავდაჯერების და სიამაყის საფუძველია. |
კორპორაციის ფილოსოფია | Arc Communications გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც უშუალოდ გეხმარებათ იაპონიასა და აზიაში გლობალური ბიზნესის წარმატებაში. როგორც აზიური ბიზნეს ბაზრების ბიზნეს ურთიერთობების პროფესიონალი სპეციალისტები, კლიენტებს ჩვენ გთავაზობთ ერთიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც პასუხობს ორივე მხარის მოთხოვნებს: კლიენტის და ბაზრის, რომელზეც ისინი გასვლას აპირებენ. ჩვენი კლიენტების ბიზნეს წარმატების მიღწევა ჩვენი ძირითადი მიზანია და ამ წარმატების მიღწევა უმაღლეს კმაყოფილებას გვანიჭებს. |
ძირითადი კლიენტები | ჩვენი კლიენტების უმეტეს ნაწილს შეადგენს იაპონიაში, აზიაში და მსოფლიო არენაზე მოღვაწე კომპანიები და კომპანიები, რომლებიც ცდილობენ იაპონიის და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლას. |
- მსხვილი კლიენტები
- GE ჯგუფი, HP ჯგუფი, Sony ჯგუფი, NTT ჯგუფი, Unilever, Sigma-Aldrich, Eisai, Canon, Kirin ჯგუფი, Ernst & Young ShinNihon, Sojitz ჯგუფი, Diamond, Nissan Motor, ASEAN-Japan Centre, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია (JETRO), ტოკიოს უნივერსტეტი, ვასედას უნივერსტეტი და სხვ.
- Arc Communications Inc.
- პრეზიდენტი და CEO: მარიკო ოსატო (Mariko Ohsato)
- მისამართი: მე–7 სართ, მორიდენ კორპ. 3–9–9 მიტა, მინატო–კუ, ტოკიო 108–0073 (7th Fl. Moriden Bldg. 3-9-9 Mita, Minato-ku, Tokyo 108-0073)
ტელ: 81-3-5730-6133
ფაქსი: 81-3-5730-6134
ელფოსტა: arc-c@arc-c.jp - მისამართი: მე–7 სართ, მორიდენ კორპ. 3–9–9 მიტა, მინატო–კუ, ტოკიო 108–0073 (7th Fl. Moriden Bldg. 3-9-9 Mita, Minato-ku, Tokyo 108-0073)